გიგი წერეთელი ქართველი მეომრების რუსეთის ტყვეობაში ყოფნაზე - ამ ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებით არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ამიტომ ამ საკითხშიც არ უნდა გვქონდეს იმედი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, ჩნდება კითხვა, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როდესაც ქართველი ჯარისკაცები რუსეთის ტყვეობაში არიან.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამოა ის, რომ ოკუპანტი ძალა უკანონოდ აკავებს მოქალაქეებს, ხდება მკვლელობა და ასე შემდეგ.

„ჩნდება კითხვები, თუ რას აკეთებს ხელისუფლება? სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის გამო არის, რომ ოკუპანტი თავს უფლებას აძლევს ყველაფერი გააკეთოს, იქნება ეს უკანონო დაკავებები, მკვლელობები თუ სხვა.

ირაკლია ბებუას საკითხზე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულია, ჩვენ ბევრი წინადადება შევთავაზეთ, თუმცა არცერთი არ მიიღეს და ამ მიმართულებით არც შესაბამისი ნაბიჯები გადაუდგამთ. ამიტომ, ნამდვილად არ მაქვს დიდი იმედი, რომ ამ საკითხზე ხელისუფლება უახლოს მომავალში რაიმეს მოახერხებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს