წითელი ჯვრისა და კატარის საგარეო უწყების ინფორმაციით, დღეს „ჰამასის" ტყვეობიდან ჯამში 24 ადამიანი გათავისუფლდა

წითელი ჯვრისა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, დღეს "ჰამასის" ტყვეობიდან ჯამში 24 ადამიანი გათავისუფლდა.

ამასთან, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკონკრეტებენ, რომ გათავისუფლებულთა შორის 13 ისრაელის მოქალაქეა, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინების მოქალაქე.

ცნობისთვის, ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ჰამასის" ტყვეობიდან 12 ტაილანდელი გათავისუფლდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული 13 ისრაელელი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.

BBC- ის ინფორმაციით, მათ უკვე გაიარეს პირველადი სამედიცინო შემოწმება და ამის შემდეგ მათ საავადმყოფოებში გადაიყვანენ, სადაც საკუთარი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. „ისრაელის თავდაცვის ძალები უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად გააგრძელებს ოპერაციას, ვიდრე ყველა მძევალი საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება“,- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება