ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ისრაელის ხელისუფლება დააბრუნებს ყველა მძევალსა და დაკარგულ ადამიანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის ხელისუფლება მიესალმება გათავისუფლებული მოქალაქეების დაბრუნებას. პრემიერის ოფისმა განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 გათავისუფლებული მძევალი ისრაელის ტერიტორიაზე გადავიდა.

„ისრაელის ხელისუფლება დააბრუნებს ყველა მძევალსა და დაკარგულ ადამიანს. ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე გაიარეს პირველადი სამედიცინო შემოწმება და ოჯახებს ეცნობათ მათი დაბრუნების შესახებ“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერის ოფისში ასევე დაადასტურეს, რომ ტაილანდის 10 და ფილიპინების 1 მოქალაქეც გათავისუფლდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება