რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს, დაშავდა 11 წლის ბავშვი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს, დაშავდა 11 წლის ბავშვი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

„სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ექიმები სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ“, - წერს კლიჩკო „ტელეგრამის“ არხზე.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს და დილით კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობას განაგრძობდა. პოპკომ აღნიშნა, რომ დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საბავშვო ბაღს და რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს