ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ - ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, კიევზე რუსების მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა.

„70-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მიზანმიმართული ტერორიზმი. სწორედ ამ დროს. რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია ადამიანები მოკლას“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს