ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა

ბათუმის „დინამო" სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს გამარჯვება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირადად მიულოცა.

,,ყველა ბათუმელს და ბათუმის "დინამოს" გულშემატკივარს მინდა მივულოცო გამარჯვება. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ჩემპიონობა ჩვენი გუნდის 100 წლისთავს დაემთხვა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ 4 წელიწადში უკვე მეორედ გვეზეიმა ჩემპიონობა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, გუნდის მესვეურებს.

შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვების ისტორია, რომელიც დაწერა ბათუმის დინამომ, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ წინ გვაქვს თასის ფინალი. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ძალიან ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქალაქი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის მთავარი ამოცანაა, რომ ბათუმის დინამოს დავეხმაროთ მის შემდგომ განვითარებაში, რომელიც იქნება ევრო-ტურნირებზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

განსაკუთრებულად მინდა მივულოცო „შავი ზღვის პირატებს“, რომლებიც ყოველ თამაშზე როგორც საშინაო, ასევე გასვლით თამაშებზე ჩვენს გუნდს ამხნევებენ და ჩვენი გუნდი გამორჩეულია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ყველგან თავისი ბრძოლისუნარიანობით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, ბათუმის "დინამომ" ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელები ქვეყნის ჩემპიონები პირველად 2021 წელს გახდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს