ნანა ტოხვაძე - განათლების სამინისტრომ ცრუ დაპირება უპრეცედენტო სახელფასო პოლიტიკად მონათლა- ვითხოვთ, მასწავლებლებისთვის ხელფასები იანვრიდან გაიზარდოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, ნატა ტოხვაძე ცრუ დაპირებას უწოდებს განათლების მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ივლისიდან პედაგოგებს ხელფასები ეზრდებათ.

ნატა ტოხვაძის განცხადებით, საბაზო ხელფასი უნდა გაეზარდოს ყველა მასწავლებელს და არა მხოლოდ სრული დატვირთვით მომუშავეებს.

„ქართული ოცნების“ დამსახურებით ინფლაცია, კატასტროფულად გაზრდილი ფასები და სიღარიბე თანაბრად აწუხებს სრულ და არასრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებლებს.

17 ნოემბრის ჩვენ წერილს, სადაც იანვრიდანვე საბაზო ხელფასის ზრდას ვითხოვდით ყველა მასწავლებლისთვის, გუშინ მინისტრმა ბრიფინგით უპასუხა და ყველას პროპორციულ ზრდას დაჰპირდა, თუმცა არც იანვრიდან და არც სექტემბრიდან - კომპრომისულ თარიღად ივლისი დაასახელა, რითაც მორიგი ტყუილი იკადრა. ცრუ დაპირება უპრეცედენტო სახელფასო პოლიტიკად მონათლა და ახალი ფორმულის წარდგენა დეკემბერში გადაიტანა!

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია- საბაზო ხელფასი, რომელიც 2017 წლის შემდეგ არ გაზრდილა, გაეზარდოს ყველა მასწავლებელს და არა მხოლოდ სრული დატვირთვით მომუშავეებს.

მეორე და მთავარი, მინისტრმა ბოდიში მოუხადოს იმ მასწავლებლებს, რომელთა მოტყუებას არ დასჯერდა და შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით მასწავლებელს, როდესაც ისინი დეზინფორმაციულ აჟიოტაჟში დაადანაშაულა, ლეგიტიმურ მოთხოვნით პეტიციაზე ხელმომწერი მასწავლებლები პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებად გამოაცხადა. და რაც მთავარია, მასწავლებლებისთვის ვითხოვთ ხელფასების ზრდას იანვრიდან“, - აცხადებს ნანა ტოხვაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება