მიგრაციის ნაკადების გაზრდის გამო ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს

მიგრაციის ნაკადების გაზრდის გამო ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს.

Reuters-ის ინფორმაციით, შენგენის ზონის ზოგიერთმა ქვეყანამ ბლოკის შიგნით ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვა მას შემდეგ დააწესა, რაც 2023 ლეგალური და არალეგალური მიგრაციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

ავსტრიის ხელისუფლებამ სასაზღვრო რეგულაციები ჩეხეთის საზღვართან ოქტომბრიდან აღადგინა, ნოემბრიდან კი, მსგავსი შეზღუდვა სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართულებითაც აამოქმედა.

შენგენის ზონის ქვეყნებიდან საჰაერო გზით შესვლაზე კონტროლი აღადგინა დანიამაც. დანიამ 2024 წლის მაისამდე ასევე შეზღუდვები დააწესა გერმანიის პორტებიდან შესულ პირებზეც.

საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ასევე გაამკაცრა გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და საფრანგეთმა.

გამოცემის განმარტებით, ევროკავშირის მოქალაქეებს შენგენის ზონის შიგნით გადაადგილება კვლავ შეფერხების გარეშე შეუძლიათ და ახალი რეგულაციების მიზანი გაერთიანების შიგნით მიგრანტების თავისუფალი გადაადგილების შეფერხებაა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს