ფინეთი, საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთთან პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ საკითხი დიპლომატიურ დონეზე განვიხილოთ. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, პოლიტიკური დისკუსიები მასთან არ ყოფილა“, - განაცხადა ორპომ.

პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სიტუაცია არ შეიცვლება მანამ, სანამ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს