ჯაბა სამუშია გერმანიაში კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანიაში გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში სტუმრობისას ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალარჩეულ დირექტორთან, პროფესორ გერდ კარლინგთან და ქართველოლოგიის მიმართულების პროფესორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თსუ-ს ინფორმაციით, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფარგლებში ფუნქციონირებს ქართველოლოგიის მიმართულება, სადაც დაინტერესებული პირებს აქვთ შესაძლებლობა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ისწავლონ. უნივერსიტეტში ასევე არსებობს რუსთაველის კაბინეტი.

„ჯაბა სამუშიამ ინსტიტუტის ხელმძღვანელს გააცნო მიზნები იმ ფართო და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რაც გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტსა და თსუ-ს აქვს ქართველოლოგიის მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო კავკასიოლოგიის, როგორც ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობებს სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვანი უნივერსიტეტების ჩართულობით.

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში სტუმრობისას, თსუ რექტორი ასევე შეხვდა გერმანელ სტუდენტებს, რომლებმაც სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს ქართველოლოგიასა და რუსთველოლოგიაში და შემდგომში იმავე მიმართულებით აპირებენ სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებას“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს