დავით მათიკაშვილმა ბალტიის ასამბლეას სიტყვით მიმართა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ბალტიის ასამბლეა და ბალტიის საბჭოს შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა სიტყვით მიმართა ასამბლეის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ბალტიის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით.

„მივესალმებით ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ბალტიის ქვეყნების მყარი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის ინფორმაციით, მათიკაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა უკრაინაში მომდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს მიერ უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზეც.

დავით მათიკაშვილმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული ვითარებისა პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით, საქართველო ახერხებს ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა და ხელშესახები წარმატება სხვადასხვა მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ღონისძიებას ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საპარლამენტო დელეგაციების გარდა ესწრებოდნენ ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მოწვეული მაღალი თანამდებობის პირები სხვა და სხვა პარტნიორი ევროპული ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს