ბათუმის სტადიონი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ნარინჯისფრად განათდა

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმი ამ ჟესტით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა.

„მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!