საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოში ვიზიტით იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების გამართვა წარმოადგენს.

„თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ იტალიელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებების 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები აქტიურად თანამშრომლობენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით, ასევე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ავიაციის საკითხებზე. კონსულტაციების ფარგლებში საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებსაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს