მონაკოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

მონაკოში ქართული წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მხარდაჭერით და კონტრაქტორი კომპანიის LE PONT CAUCASIEN ორგანიზებით, მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალში Salon Monte Carlo Gastronomie ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილოებდა: შალაურის ღვინის მარანი, ენშენთ ველი, კონჭო და კომპანია, თავანკარი, შუხმან ვაინს ჯორჯია, ვინივერია, ქვევრის ღვინის მარანი, ვაზისუბნის მამული და შატო მუხრანი.

„ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

Salon Monte Carlo Gastronomie ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს