თბილისის მერია - გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის განმავლობაში, 23:00 სთ-იდან 07:00 სთ-ამდე პერიოდში, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები 4 ეტაპად ჩატარდება.

„პირველ ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, მუხრან მაჭავარიანისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე. სამუშაოები იწარმოებს მხოლოდ ღამის საათებში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ხოლო დღის განმავლობაში მოხსნილი იქნება სქემით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა და ავტომობილები შეძლებენ შეუფერხებლად გადაადგილებას.

შეზღუდვის პერიოდში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცალმხრივად იმოძრავებენ, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით.

ხოლო მ. მაჭავარიანის ქუჩიდან ვ. თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით, მ. მაჭავარიანის, ვ. თოფურიძის შესახვევისა და ვ. თოფურიძის ქუჩების გამოყენებით.

I ეტაპის პარალელურად იწარმოებს II, III და IV ეტაპის სამუშაოებიც.

II ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 5 დეკემბერს 23:00 სთ-იდან 07:00 სთ-ამდე.

III ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 6 დეკემბერს 23:00 სთ-იდან 07:00 სთ-ამდე.

IV ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე 23:00 სთ-იდან 07:00 სთ-ამდე.

II, III და IV ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, შევიწროვდება საავტომობილო გზა, თუმცა მოძრაობა დარჩება არსებული მდგომარეობის შესაბამისად და ავტომობილები ვ. გოძიაშვილის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ორმხრივად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის