ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება.

ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: "ირიცხება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი" და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა:

„არ ირიცხება, არ ირიცხება, რავიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას.... არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]".

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საკუთარი პასუხი ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა.

შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ "მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 11-პუნქტიანი მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ გაამოაქვეყნა. ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მანიფესტს პარტიის წევრებმა ხელი მოაწერეს. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მანიფესტის მიუხედავად, ვინც გააგრძელებდა იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის პარტიის გარეთ დარჩებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს