პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ანგარიშში წარმოდგენილია სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული ყველა პროექტი და რეფორმა, „რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამსახურის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას, გამოძიების ხარისხის უზრუნველყოფას, მსხვერპლთა/დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას, ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში ასახული რეკომენდაციებისა და შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“.

„ანგარიში მოიცავს სისხლის სამართლის საქმეებზე სტატისტიკურ ინფორმაციას. კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ანგარიშში, ასევე, საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს