აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მრავალწლიანი ნერგები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, რუხში, აფხაზეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მრავალწლიანი ნერგები გადაეცათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება „რუხი მოლის“ ტერიტორიაზე გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს 707 „ჩანდლერის“ ჯიშის კაკლის, 970 ტყემლის, 1070 ქლიავისა და 200 მანდარინის ახალი ჯიშის ნერგი გადაეცა.

პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება