სანდრო რაქვიაშვილი - 9 პუნქტის შესრულება, გარდა მე-4 პუნქტისა, რაც არჩევნებს ეხება, შეუძლებელია - სასაცილო იქნება, „ოცნების“ დეპუტატებს დავავალოთ გააკონტროლოს სუს-ი, როცა სუს-ი აქეთ აკონტროლებს მათ

9 პუნქტის შესრულება, გარდა მე- 4 პუნქტისა, რაც არჩევნებს ეხება, შეუძლებელია, მაგალითად, სასაცილო იქნება, „ოცნების“დეპუტატებს დავავალოთ გააკონტროლოს სუს-ი, როცა სუს-ი აქეთ აკონტროლებს მათ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ 9 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, მისთვის საინტერესო საკითხებზე მსჯელობას დაესწრება. ასეთ თემად რაქვიაშვილი ეროვნული ბანკის საკითხს ასახელებს.

„დიდი განსხვავებაა 12 რეკომენდაციასა და იმ 9 პუნქტს შორის, რაც ახლა გვაქვს. ჩემი აზრით, ამ 9 პუნქტის შესრულება შეუძლებელია, გარდა იმ -4 პუნქტისა, რაც არჩევნებს ეხება, რადგან სასაცილო იქნება, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს დავავალოთ გააკონტროლოს სუს-ი, როცა სუს-ი აქეთ აკონტროლებს იმ დეპუტატებს. ასე შეიძლება ყველა სხვა პუნქტს მივყვეთ. ერთი მხრივ პარლამენტში კანონებზე მსჯელობა ნორმალურია და მაგალითად, თუ ეროვნულ ბანკზე წავა საუბარი, მე აუცილებლად დავესწრები. მაინტერესებს, რა შეიძლება მოიგონო კიდევ ისეთი, რომ ეროვნული ბანკი ფორმალურად დამოუკიდებელი იყოს. სინამდვილეში ევროპელებმა ის კი არ გვითხრეს, კანონი შეცვალეთო, არამედ გვითხრეს არაფორმალური მმართველობისგან გაათავისუფლეთ სებ-იო. ამ საკითხს რას უზამენ „ქოცები“ დიდი ინტერესით დავაკვირდები, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს პუნქტები შესრულდება, ჩვენი ერთადერთი ამოცანაა არჩევნები ჩავატაროთ და თუ ოპოზიცია გავიმარჯვებთ, დანარჩენი 8 პუნქტის შესრულების შანსი გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში, ევროინტეგრაცია იქნება გაჩერებული“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ ორშაბათისთვის (დღეისთვის) საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც 9 პრიორიტეტის შესრულებასთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს