ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect

მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან ბანკმა ქართუმ დანერგა საერთაშორისო ანგარიშსწორების ახალი პლატფორმა Visa B2B Connect.

Visa B2B Connect არის არასაბარათე გადარიცხვის თანამედროვე, ინოვაციური, სწრაფი და უსაფრთხო საშუალება, რომელიც ბანკი ქართუს მომხმარებელ იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს გადარიცხონ უცხოური ვალუტა კონტრაგენტ იურიდიულ პირებთან მსოფლიოს 110 ქვეყანაში მინიმალურ დროში.

Visa B2B Connect-ის თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს, როგორც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვას, ასევე, ტრანზაქციების მიმართულებების პროგნოზირებას. ამ პლატფორმის საშუალებით ბანკის კლიენტებისთვის საერთაშორისო გადარიცხვები ხდება უფრო სწრაფი და ეფექტური.

Visa B2B Connect-ის საშუალებით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია, როგორც ინტერნეტ ბანკით, ასევე, ბანკი ქართუს სერვისცენტრებში ვიზიტისას.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება