ბექა ლილუაშვილი - მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე - თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?!

მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე - თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თანამშრომლობს და არ გამორიცხავს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც გამოუშვან.

ამასთან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში "არქის" პროექტის დამტკიცება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით კიდევ ერთი მაგალითია მათი თანამშრომლობის და საერთო ბიზნესინტერესების.

"მივმართავთ "ოცნების" ბოსებს, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, საერთოდ მოგვაწოდონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმრო დაწესებულებაში?! მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ ნებადართულ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს სააკაშვილი სასამართლოების საფარქვეშ. გარდა ამისა, არავის უკვირს რეკლამირება, რასაც სააკაშვილს უწევს კობახიძე, მდინარაძე. გაგვაგებინონ, რა ფორმატი აქვთ თანამშრომლობის და რას ითვალისწინებს ეს ფორმატი დამატებით, გარდა ბიზნესში და პოლიტიკაში არაერთგზის თანამშრომლობისა, გვითხრან რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება "ნაცმოძრაობასთან", სააკაშვილთან მიმართებით. არ გამიკვირდება ახალი წელი მიულოცოს ამ ადამიანმა მოქალაქეებს პირდაპირი ეთერით საავადმყოფოდან, ამის ნებაც მისცენ და არც ის გამიკვირდება, რომ 2024 წლის არჩევნების შიშმა "ქოცებს" გამოაშვებინოს ეს კაცი ციხიდან. გვითხრან რას ითვალისწინებს კიდევ მათი თანამშრომლობა კეზერაშვილთან "ქოლ -ცენტების" საქმეში, პარლამენტში თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში. გასაგებია, ერთად ფულის კეთება მათ უყვართ და აგვიხსნან, კოჰაბიტაციის პიკში ეს ითვალისწინებს თუ არა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მომავალში.

ის, რაც რუსთავის საკრებულოში მოხდა, მკაფიოს ხდის მათ კოჰაბიტაციას. "არქის" სამშენებლო პროექტის დამტკიცება "ქართული ოცნების" მიერ "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერით არის კლასიკური მაგალითი ფულის შოვნაზე დახამების და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესები განპირობებული იყო იმით, რომ მეტი დაეფასებინა ფულად განზომილებაში "ნაცების" წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩახტომოდნენ წილში "ოცნების" კორუფციულ გარიგებას. ესაა კლასიკური მაგალითი როგორ მიიღეს ერთობლივად გადაწყვეტილება რუსთაველების ხარჯზე და მათი ქალაქის იერსახის ხარჯზე "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ". როგორც ჩანს "ქოლ -ცენტრების" ფულთან ერთად დეველოპერული სექტორიდან მიღებული ფული სჭირდებათ არჩევნების დასაფინანსებლად "ოცნების" მხარეს,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის