ქალზე სავარაუდო ძალადობისთვის დაკავებულ მსახიობ კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ქალზე სავარაუდო ძალადობისთვის დაკავებულ მსახიობ კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა დავით სანაძემ განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს დაკავებული მსახიობის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

როგორც დავით სანაძე განმარტავს, მსახიობი ძალადობისა და მუქარის ფაქტებს უარყოფს. ადვოკატისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, აცხადებს, რომ ქალი, ვის მიმართაც სავარაუდო ძალადობას ედავებიან, კახა აბუაშვილის ოჯახის წევრი არ არის.

„ერთხელ ვიმყოფებოდი მასთან, ის ამბობს, რომ არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია, ველოდებით ბრალის წარდგენას, რაც დაახლოებით, 14:00 საათამდე მოხდება.

რა ვითარებაში დააკავეს, ამ დეტალებზე არ გვისაუბრია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, მისგან ასეთი პასუხია, რომ არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია, მუქარასაც უარყოფს“, - აცხადებს სანაძე.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს