გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლისთან და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ელჩინ ბაბაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებს.

„მხარეებმა ასევე განიხილეს ზოგადი განათლების მიმართულებით არსებული პარტნიორობის გაძლიერება მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების კუთხით.

აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის დელეგაციის სხვა წევრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს