თინა ბოკუჩავა - მელიამ თავი დაიტოვა პარტიის მიღმა - როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ გაუთავებლად ისაუბრონ მის წასვლა-არ წასვლაზე, როცა ადამიანი წასულია, მგონი ცხადია, ვის მიზნებს ემსახურება

მელიამ თავი დაიტოვა პარტიის მიღმა - ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე, როცა ადამიანი წასულია, მგონი ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მელიას უახლოეს მომავალში სხვა პარტიაში ან პლატფორმაზე იხილავენ.

„მან არ გამოიყენა ერთობის მანიფესტზე ხელმოწერის შესაძლებლობა და პრეზიდენტი სააკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავი დაიტოვა პარტიის მიღმა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ვიხილავთ ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან სხვა პლატფორმაზე და ეს მისი არჩევანია. ბუნებრივია, მე იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ყველა პროდასავლელი ჩაერთვება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ეს არის მთავარი ამოცანაა და ამით უნდა იხელმძღვანელოს ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც თავს რეჟიმის მოწინააღმდეგედ მოიაზრებს.

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება [პარტიიდან გასვლის თაობაზე] თავად ნიკა მელიამ მიიღო, როცა მან პრეზიდენტი სააკაშვილის შემოთავაზებაზე უარი თქვა და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციისთვის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია მძიმე ბრალდებებს უყენებს.

10 წუთია ვპასუხობ კითხვას, რომელიც ვფიქრობ, არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო, ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ უსაგნოდ და უსაზღვროდ და გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე მაშინ, როცა ადამიანი წასულია და ამას თავად ამბობს, მგონი, ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის