საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ.

მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი.

გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე - კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს