სპეციალური საგამოძიებო სამსახური 3 საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ამოქმედებიდან 1 წელიწადში, 3 საერთაშორისო ქსელის წევრობის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ოფიციალური წევრი გახდა“, - ამის შესახებ განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა.

კოკა კაციტაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს მსგავსი კომპეტენციის მქონე ორგანოებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაეცნოს სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მდგარ კონკრეტულ გამოწვევებს და გადაჭრის გზებს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით დანერგოს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი საუკეთესო პრაქტიკა.

2023 წლის 17 მაისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის (Independent Police Complaints Authorities’ Network) ოფიციალური წევრი გახდა, რომელსაც საფრანგეთის სახალხო დამცველი თავჯდომარეობს.

26 ოქტომბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ქ. ლონდონში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (Internal Criminal Investigations Network) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის წევრად აირჩიეს.

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში (ICIN) 26 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორისაა, ბელგიის პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტი, დანიის საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელი სამსახური, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტი, ლიეტუვას იმუნიტეტის საბჭო, ნიდერლანდების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის პროფესიული სტანდარტების სამსახური და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების დამოუკიდებელი საგამოძიებო და საზედამხედველო ფუნქციის მქონე უწყებები.

2023 წლის 3 ნოემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის“ (The European Partners against Corruption/EPAC) წევრი გახდა. და ქ. დუბლინში, რიგით 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელი“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და პოლიციის საზედამხედველო 109 უწყებას აერთიანებს. მისი საქმიანობის მთავარი მისია საპოლიციო ზედამხედველობის მექანიზმებისა და ანტიკორუფციული მუშაობის ეფექტიანი სისტემების განვითარება, წევრ ინსტიტუტებს შორის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და თანამშრომლობის გაძლიერებაა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის