გორის მუნიციპალიტეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან გრანტს მიიღებს

გორის მუნიციპალიტეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან გრანტს მიიღებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენიმ დღეს მოაწერეს. მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის საელჩოში გაიმართა.

„გორის მუნიციპალიტეტი გრანტის სახით 500 000 ჩინურ იუანს(190 000 - მდე ლარი) მიიღებს. გრანტის თანხითა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე ორ სოფელში მერეთსა და ქვემო არცევში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინისტადიონების მოწყობა განხორციელდება.

პროექტი 300 000 ლარამდე თანხას ითვალისწინებს. 110 000 ლარამდე თანხას გორის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

სტადიონების მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს