თეატრ „სახელოსნო 42-ში“  ახალი სპექტაკლის „დირიჟორის“ პრემიერა გაიმართება - სეზონის პარტნიორია SOLO

SOLO კულტურის სფეროს მხარდაჭერას და ხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს - სწორედ ამ მიზნით ის „თეატრი სახელოსნო 42-ის“ სეზონის გენერალური პარტნიორია,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „თეატრი სახელოსნო 42“ მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით - „დირიჟორით“ წარდგება. პრემიერა 5, 6, 13, 15, 16 და 19 დეკემბერს გაიმართება.

„მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სცენაზე იხილოს რონალდ ჰარვუდის პიესა, რომელიც ინგლისურიდან გურამ ღონღაძემ თარგმნა. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი ლევან წულაძეა, კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძეა, სპექტაკლის ქორეოგრაფი თინათინ წულაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილია, ვიდეო ინსტალაციები შექმნილია დათა დვალიშვილის მიერ, ტექნიკური რეჟისორი კი თამარ ფრუიძეა.

ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სეზონის განმავლობაში SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას „თეატრი სახელოსნო 42-ის“ ნებისმიერ სპექტაკლზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე biletebi.ge და tkt.ge “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს