აჭარის მთავრობა - უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა - სრული სალიკვიდაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, ასევე, ბათუმის სანაპირო ზოლში, გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

უწყების ცნობითვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

„უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურების, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ასევე, შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს