ადვოკატის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „კაბუს“ არ ეკუთვნის

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ ადვოკატის, დავით სანაძის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მსახიობს არ ეკუთვნის.

მსახიობის ადვოკატი არ გამორიცხავს, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება აბუაშვილისთვის „ჩაედოთ", ან ის სხვა პირის, თუნდაც, დაზარალებულის იყოს.

ამასთან, დავით სანაძე განმარტავს, რომ კახა აბუაშვილს დანა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, მისი საშუალებით მას არც მუქარა განუხორციელებია და არც დაზარალებული ქალისთვის მიუყენებია დაზიანებები.

„ბრალი სამი მუხლით წარედგინა, ეს არის ძალადობა, მუქარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. კახა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ არსებობს და ბრალდება მხოლოდ ერთი პირის განაცხადს ეფუძნება და ერთი ადამიანის განაცხადის საფუძველზეა ის დაკავებული.

მანქანით მოძრაობდნენ, რა დროსაც დაკავება მოხდა. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია",- აცხადებს სანაძე.

კითხვაზე, დაემუქრა თუ არა ის ქალს სიცოცხლის მოსპობით, ან მიაყენა თუ არა დანის ტარით მას დაზიანება, ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს არ შეესაბამება სიმართლეს".

„პროკურატურა ამ განაცხადისას მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას ეყრდნობა. მას (დაზარალებულს)არანაირი დაზიანება არ აქვს",- აცხადებს სანაძე.

ადვოკატი მსახიობის დაკავებას დაზარალებულის პირად ინტერესს უკავშირებს. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებას, როგორც სანაძე აღნიშნავს, ის ამოღებულია, თუმცა, „კაბუს“ არ ეკუთვნის.

„ეს დასტურდება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით. ნარკოტიკი ამოღებულია, საქმეში დევს, მაგრამ ეს მას არ ეკუთვნის",- აცხადებს ადვოკატი.

ის „ჩადების" ფაქტს არ გამორიცხავს.

„ასე გამოდის. ჩაუდეს, თუ სხვისი იყო, არ ვიცი. რას და როგორ გადავწყვეტთ, რა ექსპერტიზას დავნიშნავთ, ეს ჩვენი და ბრალდების პრეროგატივაა",- აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ხომ არ ეკუთვნოდა დაზარალებულს, სანაძე პასუხობს, რომ „გამორიცხული არ არის". მისივე თქმით, მსახიობი დაკავების მომენტში აბსოლუტურად ფხიზელი იყო.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო