ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ ღაზას მოსახლეობისთვის უკეთესი ცხოვრება გსურთ, მაშინ „ჰამასი“ უნდა განადგურდეს

თუ ღაზას მოსახლეობისთვის უკეთესი ცხოვრება გსურთ, მაშინ „ჰამასი“ უნდა განადგურდეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკელ ბიზნესმენ, ილონ მასკთან შეხვედრისას განაცხადა.

ამერიკელი ბიზნესმენი, ილონ მასკი დღეს ისრაელს ეწვია და პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კიბუცში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა განახორციელა.

„თუ ღაზას მოსახლეობისთვის უსაფრთხოება, მშვიდობა და უკეთესი ცხოვრება გსურთ, მაშინ „ჰამასი“ უნდა განადგურდეს. ჯერ მომწამლავი რეჟიმი უნდა განადგურდეს, როგორც ეს გერმანიასა და იაპონიაში გაკეთდა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის სიტყვებს ილონ მასკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვა არჩევანი არ არის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს