სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე - მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური

სინოპტიკოსების ცნობით, გაძლიერდება სტიქიური მოვლენები, კიდევ უფრო ძლიერ შტორმს ველოდებით - სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

„სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე. ტალღებმა ნაწილობრივ გაანადგურა ფოთის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა პრევენცია მოვახდინოთ. ჯერ ადრეა საუბარი, თუ რა ზარალი მივიღეთ. არათუ უკან იხევს, პირიქით, სინოპტიკოსების ცნობით, გაძლიერდება სტიქიური მოვლენები და კიდევ უფრო ძლიერ შტორმს ველოდები“,- აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს