„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში“ შესატან ცვლილებებს, ჯანდაცვის კომიტეტმა, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, დეპუტატებს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა.

„ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო, ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გზით, შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე, გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება