მინისტრის მოადგილე - „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები არაკეთილსინდისიერი მიდგომით ჯარისგან თავის არიდებას გამორიცხავს და რეალურ შემთხვევებში სტუდენტის განათლების უფლების რეალიზებას უზრუნველყოფს

„თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, ერთის მხრივ, არაკეთილსინდისიერი მიდგომით ჯარისგან თავის არიდებას გამორიცხავს და მეორე მხრივ, რეალურ შემთხვევებში სტუდენტის განათლების უფლების რეალიზებას უზრუნველყოფს, - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააკეთა.

გიორგაძემ კომიტეტს წარუდგინა პროექტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს.

„სტუდენტის სტატუსი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველია. ეს ეხებათ როგორც დასწრებული სწავლების, ასევე დისტანციურად სწავლების სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც დისტანციური სტუდენტის სტატუსის მოპოვება მარტივია, ეს გამოყენებულ იქნეს როგორც ერთგვარი ხვრელი ჯარისგან თავის არიდების“, - განაცხადა გიორგაძემ.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებით, 2025 წლიდან დისტანციურ სწავლებაზე მყოფ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ სტუდენტური მომზადების პროგრამიდან მათთვის მისაღები მოდელი და ოთხი წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამა გაიარონ.

„თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება