ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, დიაა რაშვანი ავრცელებს.

ეგვიპტის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, ეგვიპტე და კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.

რაშვანმა აღნიშნა, რომ ზავის ორი დღით გახანგრძლივება 20 მძევლისა და 60 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას გულისხმობს.

რაშვანმა განაცხადა, რომ დღეს მოსალოდნელია 11 მძევლის გათავისუფლება, ხოლო 33 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება