BAG - ძლიერი ეკონომიკის შექმნა თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავი უნდა იყოს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, სრულიად მიუღებელია, დროდადრო, გარკვეული სუბიექტების მხრიდან, ბიზნესზე პირდაპირი თუ ირიბი ხასიათის შეტევები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც წარადგენს და ადვოკატირებას უწევს წევრი კომპანიების ობიექტურ და სამართლიან ბიზნეს ინტერესებს.

„ასოციაციის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვაა, რასაც შედეგად ძლიერი და წარმატებული ბიზნეს სუბიექტების ფორმირება უნდა მოჰყვეს.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის ძლიერი და მდგრადი ბიზნესისა და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკის შექმნა არის ქვეყნის წარმატებისა და საზოგადოებრივი განვითარებისა და კეთილდღეობის მთავარი საწინდარი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის იდეა, რომლის ირგვლივ ყველას გაერთიანება და ამ გზით ქვეყნის მშენებლობა უაღრესად ფასეულია.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ამ პრინციპებით ვსარგებლობთ ჩვენ საკუთარი საქმიანობის წარმართვისას და ანალოგიურს ვითხოვთ სხვისგანაც. ჩვენ არასოდეს ვცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ჩვენს ქმედებებში ყოველთვის ვიფარგლებით იმ თემატიკით, რომელიც ეხება და არ სცდება ბიზნესსა და ეკონომიკას. ასე იყო დღემდე და ასე იქნება ყოველთვის.

ამ ფონზე, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, დროდადრო, გარკვეული სუბიექტების მხრიდან, ბიზნესზე პირდაპირი თუ ირიბი ხასიათის შეტევები. ვფიქრობთ, ელემენტარული დაფიქრების შემთხვევაში, არ უნდა იყოს რთული იმის გააზრება და იმაში დარწმუნება, რომ ბიზნესზე შეტევა საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვერცერთ სუბიექტს ვერ მოუტანს სიკეთეს და, პირიქით, უფრო მეტად დამაზიანებელი იქნება მათივე რეპუტაციისთვის, ვიდრე იმათთვის, ვისკენაც მიმართული იყოს ის.

ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მის სტაბილურობაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ძლიერი ეკონომიკის შექმნა თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავი უნდა იყოს და ამ მიზნის ირგვლივ ყველას კონსოლიდაცია ნამდვილად ღირს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო