მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მადრიდში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საჭიროებაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

,,გასული წლის ივნისის გადაწყვეტილებიდან დღემდე ბევრი რამ გავაკეთეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მიუხედავად გამოწვევებისა, არ შეგვინელებია ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმები. შედეგად, გაფართოების ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გამოსცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ყველანაირი საფუძველი არსებობს დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის.

,,ევროკავშირის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას ელის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთვისაც ევროპა საკუთარი სახლია. ეს გადაწყვეტილება ერთნაირად ჭირდება საქართველოსაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან სწორედ მან უნდა ჩაუყაროს საფუძველი იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის",- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მათივე ცნობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრებში ესპანეთის პარლამენტის მოწვევით მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში განიხილება ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია და ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინაში არსებული სიტუაცია.

ამასთან, აღნიშნულია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ხოსე მანუელ ალბარეს ბუენო, ესპანეთის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საკითხებში - პასკუალ ნავარო, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ფერნანდო გრანდე მარლასკა, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი - ილვა იოჰანსონი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - ოტმარ კარასი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს