გიორგი კაპანაძე - ნიკა მელია მოჯადოებული წრიდან, რომელშიც თავად ჩაიგდო თავი, ვერ გამოვიდა - თავისი ბრაზის ტყვე გახდა

ნიკა მელია მოჯადოებული წრიდან, რომელშიც თავად ჩაიგდო თავისი თავი, ვერ გამოვიდა - თავისი ბრაზის ტყვე გახდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

გიორგი კაპანაძის თქმით, ერთმანეთთან ბრძოლის ნაცვლად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა გაერთიანდნენ და „რუსულ ოცნებას“ ერთად უნდა ებრძოლონ.

„საქართველო არის გადასარჩენი და რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომ დავამარცხოთ „რუსული ოცნება“, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება, ერთმანეთს კი არ უნდა ვებრძოლოთ. ერთად უნდა დავდგეთ, ხელი უნდა ჩავკიდოთ და ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ. როცა შენ ფოკუსი არეული გაქვს და ფოკუსს მიმართავ არა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ, ამით ნამდვილად არ აკეთებ საერთო საქმეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტიაა და რა თქმა უნდა, იქ შეიძლება იყოს სხვადასხვა აზრი, ეს ბუნებრივია ისევე, როგორც ამერიკის „რესპუბლიკურ პარტიაში“ არის სხვადასხვა აზრი და იქ უთანხმოება სწორედ მსგავს მანიფესტზე ხელმოწერით სრულდება, აქაც შეიძლება მსგავსი ვითარება იყოს, მაგრამ აშშ-ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ პარტიული გადაწყვეტილება როგორც კი მიიღება, უკვე ყველანი თანხმდებიან, რომ მოდით, ჩვენ ახლა ვიბრძოლოთ საერთო მიზნის მისაღწევად. ნიკა მელია ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც თავად ჩაიგდო თავისი თავი, ვერ გამოვიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდა არჩევნები ჩაატარა და ეს იყო პირველი პრეცედენტი ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი რაღაც რეგიონის მასშტაბით არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, ეს ვიღაცამ გულთან ახლოს მიიტანა, დრამატულად აღიქვა ის შედეგები, რომელიც მოხდა და მათ შორის, ალბათ, იყო ნიკა მელიაც. ჩემი აზრით, თავისი ბრაზის ტყვე გახდა ნიკა მელია. უმჯობესია მისთვისაც და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვისაც, რომ ამ სიბრაზიდან გამოვიდეთ და ძალისხმევა მივმართოთ რუსული რეჟიმის შესაცვლელად“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გიორგი კაპანაძის თქმით, ნიკა მელიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავად წასულიყო პარტიიდან.

„რაიმე სახის დრამატული გადაწყვეტილება კი არ არის მიღებული, ნიკა მელიამ ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავად წასულიყო პარტიიდან. მთელი მისი ეთერები ეთმობოდა პარტიის ლანძღვას და დაპირისპირების გაღვივებას. ამ დროს ხალხის დაკვეთა გაერთიანებაა, რეჟიმის შეცვლაა, პენსიონერებმა რომ დრაკონულ პროცენტში აიღეს სესხები, ამ სესხების განულებაა, ახალგაზრდებისთვის პერსპექტივის მიცემა, სამუშაო ადგილების გაჩენა, ემიგრანტების დაბრუნება.

ეს კონკრეტული ერთი ჯგუფი ამ თვეების განმავლობაში თავიანთ სატელევიზიო გამოსვლებს და ეთერებს იყენებდა სწორედ პარტიაზე თავდასასხმელად. ნიკა მელიამ ფაქტობრივად თავად გადაწყვიტა, რომ გასულიყო პარტიიდან და მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება