უკრაინის საგარეო უწყება - დმიტრო კულება ნატოს მოკავშირეებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და უკრაინისთვის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებს გააცნობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბრიუსელს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინული დიპლომატიის ხელმძღვანელი ნატოს მოკავშირეებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და უკრაინისთვის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებს გააცნობს, ასევე, ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მოსამზადებელ 2024 წლის ადაპტირებულ ეროვნულ პროგრამას განიხილავს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დმიტრო კულება 28 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კულება ორმხრივ შეხვედრებს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება