„ვიშეგრადის ოთხეული“, გერმანია და ავსტრია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

„ვიშეგრადის ოთხეული“, გერმანია და ავსტრია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

The Associated Press-ის ცნობით, „ვიშეგრადის ოთხეულის“ (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი) შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე ავსტრია და გერმანია ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებენ.

„ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე საემიგრაციო გზაზე ვიმყოფებით. ჩვენ საერთო საზღვრები გვაქვს და ევროკავშირის გარე საზღვარზე არსებული ვითარება გავლენას ყველა ჩვენგანზე ახდენს“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანიმ.

უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკას კოლეგებთან მომავალ კვირას ბრიუსელში გასამართ შეხვედრაზე განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს