„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი - პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ

პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ. შეუძლებელია პარტიამ საქმიანობა გააგრძელოს იმ რეჟიმში, რომელიც ბოლო 9 თვის განმავლობაში გრძელდება,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, აღარ რჩება სივრცე მიტაცებულ სახელმწიფოზე, განადგურებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სხვა უამრავ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ.

„პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული თუ წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ.

შეუძლებელია პარტიამ საქმიანობა გააგრძელოს იმ რეჟიმში, რომელიც ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გრძელდება. განსაკუთრებით მოახლოებული გადამწყვეტი არჩევნების წინ.

აღარ ტოვებთ დროს და სივრცეს მიტაცებულ სახელმწიფოზე, რუს ოლიგარქზე, ჩაბეტონებულ თბილისზე, განადგურებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სხვა უამრავ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ.

პარტიას აქვს ვერტიკალი თავისი დისციპლინით, რომლის დაცვაც ყველა წევრისთვის სავალდებულოა.

შეეშვით დესტრუქციას, რუსი ოლიგარქი გვყავს დასამარცხებელი!",- წერს ლილე ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს