ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად, ღაზას სექტორი კიდევ 11-მა ისრაელელმა მძევალმა დატოვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად, ღაზას სექტორი კიდევ 11-მა ისრაელელმა მძევალმა დატოვა.

BBC-ი წერს, რომ მათ შორის 3 წლის ტყუპი ბავშვებიც არიან.

საერთო ჯამში, მძევლების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ 50-ზე მეტი ისრაელელი გაათავისუფლა. საპასუხოდ ისრაელმა ბოლო 24 საათში საპატიმროებიდან 33 პალესტინელი არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლა.

ამასთან, ორშაბათს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში საკვებით, საწვავითა და სამედიცინო საშუალებებით დატვირთული სატვირთოები შევიდა. მედია წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ კატარის შუამავლობით მიღწეული 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 2 დღით გაახანგრძლივონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს