საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრების დონეზე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს.

მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„აღინიშნა, რომ ეფექტიანი რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას და ეფექტიანობას გაუსვა ხაზი, მათ შორის აღნიშნა სტრატეგიული დონის და ექსპერტთა დონის შეხვედრები, ასევე ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობას. მან იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიებების წარმატებით განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

მინისტრმა 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გაცემულ ისტორიულ რეკომენდაციაზე ისაუბრა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სისტემის რეფორმირების და განვითარების ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა. ასევე, მან კოლეგებს თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო