გორში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

გორში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით დაიგეგმა, რომელსაც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა უმასპინძლა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გახსნა, რომელიც საკრებულოსთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოსაც ხელმძღვანელობს.

„გორის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი დალი ტლაშაძე უძღვებოდა. 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 77 737 000 ლარით განისაზღვრა.

დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება ეფუძნება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს. ბიუჯეტის განხილვა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეების კითხვებს მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირები პასუხობდნენ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, შშმ პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს