სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - შტორმმა კლება დაიწყო, თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ რჩება - განსაკუთრებით დაზარალდა ფოთი, ანაკლია და განმუხური - ზარალის აღწერა დილიდან დაიწყო

[სანაპირო ზოლზე სტიქიის] ახლანდელი ტენდენცია უკვე დაწყნარებისკენ მიდის, დილის 5 საათიდან შტორმმა კლება იწყო, თუმცა საფრთხე კიდევ რჩება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახლა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის თანხობრივი შეფასება ვერ ხდება, თუმცა, შესაბამისი ჯგუფები აღწერის სამუშაოებს დღეს დაიწყებენ.

„ახლანდელი ტენდენცია უკვე დაწყნარებისკენ მიდის, დღეს დილის 5 საათიდან შტორმმა კლება იწყო. ახლაც გრძელდება, მაგრამ აღარ გაძლიერებულა, პირიქით, დაიკლო და ვიმედოვნებთ, რომ აღარ გაძლიერდება. ახლა ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით. ზარალი ცხადია, არის, განსაკუთრებით, ფოთის სანაპიროზე, ანაკლიაში, განმუხურში, თუმცა დღეს დილიდან ჯგუფები გავიდნენ და შესაბამის აღწერას და შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვების შედგენას დაიწყებენ. ასე რომ, ჯერ [ზარალის] თანხობრივად გამოხატვა ცოტა ადრეა, მაგაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, ზარალი დიდია. სტიქიის ადგილას მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დარჩენა იმდენად სახიფათო აღარ არის, ვიდრე აქამდე იყო. გუშინ გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო. იმას, რომ საფრთხე აღარ არის, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვით. საგრძნობი კლებაა, სანაპიროს ბევრად ეტყობა, მაგრამ საფრთხე კიდევ რჩება“,- განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებული შტორმისა და ქარიშხლის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 100-მდე ზარი შევიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს