საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლონელმა ინსტრუქტორებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საბაგიროზე სამაშველო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით გადაამზადეს. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სამთო-სამაშველო სწავლება ორგანიზაცია - ICAD-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს