თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

30 ნოემბერს, თელავი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ 25-მდე კომპანიის, 300-მდე ვაკანსიას გაეცნონ.

მათივე ინფორმაციით, ვაკანსიების ძირითადი მიმართულებებია - საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული მიმართულება, სამშენებლო სექტორში არსებული პროფესიები, სასტუმრო და სარესტორნო სფერო, სატრანსპორტო და საბანკო მიმართულება.

„სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა. თელავის დასაქმების ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება. მისამართი - თელავი, რუსთაველის ქ. N2 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის პირველი სართული“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს