შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძესა და კომიტეტის სხვა წევრებს უმასპინძლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარლამენტარებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩაატარეს. შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.

„პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა, აკადემიის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ზუბადალაშვილისგან, სასწავლო დაწესებულების მიერ გაწეული საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა, რაც მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს