ჩეხეთის პრეზიდენტი - თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება

თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

„თუ ჩვენ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შენარჩუნების შესაძლებლობას ხელიდან გავუშვით, მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო ხელსაყრელი იყოს მოსკოვისთვის. ეს წელი წარმატების საფუძველია, მომავალი წელი კი უფრო რთული იქნება“, - განაცხადა პაველმა.

პაველმა აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტი უკრაინაში არსებულ ვითარებას არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პრინციპული თვალსაზრისითაც აფასებს.

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინას მივცეთ ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის აღდგენისა და საზღვრებზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდება, ნებისმიერი ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს