„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე სტუდენტებისთვის ბინის ქირის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უერთდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სტუდენტებთან ერთად სტუდენტებისთვის ბინის ქირის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უერთდებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„იმ პირობებში, როდესაც, „რუსული ოცნების“ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გამო, მინიმუმ 100%-ით გაძვირდა ბინები თბილისში და ნახევრად ლეგალური თუ არალეგალური გზებით შემოსული თანხები, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციას და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების ოჯახის წევრების ჩარტერებით ფრენას ხმარდება ევროპულ უნივერსიტეტებში.

იმ პირობებში, როდესაც ჩემს თანატოლებს ყოველდღიური რეჟიმით უწევთ, გაუსაძლის პირობებში შრომა, რათა თავი ირჩინონ, ეს ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოსვლის ხარჯზე. ეს არის დამატებით დანაშაული სტუდენტების მიმართ, ამიტომ აუცილებელია, ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ ქართველი სტუდენტების ბინის ქირა თანადაფინანსდეს იმ პირობებში, როდესაც ჩემს თანატოლებს გაუსაძლის პირობებში უწევთ შრომა და ვერ ახერხებ სრულფასოვანი განათლების მიღებას“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

მიხეილ სააკაშვილმა ეს ინიციატივა გააჟღერა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების ერთიანობა. ეს არის ეროვნული პრობლემა, ეს არ გახლავთ პარტიული პრობლემა, ეს არ გახლავთ პრობლემა, რომელიც ახალგაზრდებს უკავშირდება, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისია. ამ კრიზის შემქმნელია კრემლი, „რუსული ოცნება“ თავისი პოლიტიკით. ასი ათასზე მეტი რუსი შემოვიდა, ყიდულობს ბინებს, ამის გამო ქართველ ახალგაზრდებს ემიგრაციაში წასვლა და ძალიან მძიმე პირობებში მუშაობა უწევთ. ქართველებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ისწავლონ საქართველოში, იცხოვრონ საქართველოში და რუსებმა ვერ უნდა შეძლონ საქართველოს გარუსება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის